11 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო ფსიქიკური სირთულეების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა- მათი საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრობლემის გადაჭრის გზების განსაზღვრა.
შეხვედრაზე დასმული კონკრეტული საკითხები:
ფსიქიკური ჯანმრთელობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებში - ძირითადი სირთულეების და საჭიროებები-კვლევის შედეგების გაცნობა.
თსუ- ს საკონსულტაციო ცენტრის როლი ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გადაჭრაში - ცენტრის მიმდინარე პროექტის გაცნობა და სამომავლო გეგმების განხილვა.
შეხვედრა ჩაატარეს:
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ;
ასისტენტ პროფესორმა მარიამ ფანჯიკიძემ;
ასისტენტ პროფესორმა ქეთი მოსაშვილმა.